Tesla-მ კვლავ შეამცირა ფასები მთელ რიგ მსხვილ ბაზარზე - მათ შორის აშშ-ში, ჩინეთსა და გერმანიაში, რადგან ელექტრო მანქანების გიგანტს, რომელსაც მულტიმილიარდერი ელონ მასკი მართავს, გაყიდვების ვარდნა ემუქრება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ტესლა 2024 წლის პირველი კვარტლის ფინანსურ შედეგებს სამშაბათს გამოაქვეყნებს.

„ტესლას ფასები ხშირად უნდა შეიცვალოს, რათა შეესაბამებოდეს წარმოება მოთხოვნას,“ - ამის შესახებ მასკმა სოციალურ მედია პლატფორმაზე X-ზე განაცხადა. 

ფირმამ განახლებული Model 3-ის საწყისი ფასი ჩინეთში 14000 იუანით (1562 £) შეამცირა.

ასევე, Model Y, Model X და Model S მანქანების ფასები შეერთებულ შტატებში პარასკევს 2000 დოლარით (1616 £) შემცირდა.

საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ცნობით, ფასების შემცირება ასევე მოხდა ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ბევრ სხვა ქვეყანაში.