„ციკოლიამ“ საათის ლიმიტირებული ხაზი გამოუშვა, რომელიც საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას მიუძღვნა.

აღნიშნულის შესახებ „ციკოლია“ სოციალურ ქსელში პროდუქტის ამსახველ ფოტო და ვიდეო მასალას ავრცელებს. განცხადებიდან ირკვევა, რომ აღნიშნული მოდელი სულ 100 ეგზემპლარად გამოვა.

რაც შეეხება ფასს, თითო ეგზემპლარის ღირებულება 2349 ლარი იქნება.