2024 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.5 პროცენტი შეადგინა.

„საქსტატის“ ინფორმაციით, სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (37.9 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (4.3 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (3.9 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (2.6 პროცენტი), კვების სხვა პროდუქტები (2.4 პროცენტი) და თევზეული (0.8 პროცენტი).

უშუალოდ სამომხმარებლო პროდუქტებიდან ყველაზე მეტად ნიორის ღირებულება გაიზარდა. 

2024 წლის აპრილში, წინა წელთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირებული საქონელი:

  • ნიორი - 110.4%;
  • ვაშლი -69%;
  • ატამი - 68%;
  • ქლიავი - 58,7%;
  • ყურძენი - 39.7%;
  • მსხალი - 33.8%;
  • ბენზინი - 29.7%;
  • კივი - 27.1%;
  • მწვანილი - 25,8%;
  • ჭარხალი - 18.7%.