საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 7 ტონა მონეტარული ოქროს შესყიდვა ეკონომიკურ არგუმენტებთან ერთად, შესაძლოა, პოტენციური სანქციებისგან თავის დაცვას ემსახურებოდეს. აღნიშნული ვარაუდი ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიმოხილვაშია გამოთქმული.

მიმოხილვის თანახმად, ბოლო დროს საქართველოში განვითარებული მოვლენები აჩენს კითხვებს ეროვნული ბანკის ამ ნაბიჯის პოლიტიკურ საფუძვლებთან დაკავშირებით. ვინაიდან, ოქრო აღიქმება როგორც უსაფრთხო და სასურველი სარეზერვო აქტივი, როდესაც ქვეყნებს ემუქრებათ ფინანსური სანქციები ან აქტივების გაყინვის და დაყადაღების რისკი.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიმოხილვაში გაანალიზებულია ცენტრალური ბანკებისგანსაკუთრებით კი განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ცენტრალური ბანკებისოქროს რეზერვების შეძენის არგუმენტები.

"გადაწყვეტილება, როგორც წესი, უკავშირდება ორი ძირითადი ფაქტორიდან ერთ-ერთს ან ორივეს. პირველიეკონომიკური მოტივაცია მოიცავს პორტფელის დივერსიფიკაციას და დაცვას ინფლაციისა და გეოპოლიტიკური გაურკვევლობისგან. მეორე, პოლიტიკური განზომილება, როდესაც ქვეყნები ცდილობენ შეამცირონ დამოკიდებულება აშშ დოლარზე და დაიცვან თავი პოტენციური სანქციებისგან.

ეკონომიკურმა არგუმენტმა 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ მოიპოვა პოპულარობა, აიძულა მრავალი ცენტრალური ბანკი გაეძლიერებინა თავისი რეზერვები ოქროთი. ანალოგიურად, რუსეთის აგრესიამ და ყირიმის ანექსიამ 2014 წელს აიძულა ქვეყნები (მაგ. რუსეთი და მოგვიანებით, 2022 წლის შემდეგ, ბელორუსი) გაეძლიერებინათ ოქროს მარაგი სანქციებისგან დაცვის მიზნით, ოქროს მარაგების გაყინვის სირთულიდან გამომდინარე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაშითუ ის ქვეყნის შიგნით ინახება.

მიუხედავად იმისარომ სებ-ის მიერ ოქროს შეძენა შეესაბამება ეკონომიკურ დასაბუთებასქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები აჩენს კითხვებს ალტერნატიული მოტივების შესახებქმედებებიროგორიცაა აშშ-ის მიერ სანქციების დაწესება გავლენიან პოლიტიკურ ფიგურებზე (მაგმოსამართლეებიყოფილი მთავარი პროკურორი), შეშფოთება ცენტრალური ბანკის მმართველობასთან დაკავშირებით და მმართველი პარტიის საკანონმდებლო გადაწყვეტილებები (კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ), რომლებიც საქართველოს ევროკავშირისგან აშორებს, გამოიწვია საზოგადოების უთანხმოება და რეაქცია ძირითადი პარტნიორების - აშშ-ს, ევროკავშირის და სხვა ორმხრივი პარტნიორების მხრიდან, მმართველი პარტიის ანტიდასავლურ რიტორიკასთან და საგადასახადო კოდექსში ახლახან მიღებულ ცვლილებასთან (ე.წ. „ოფშორების კანონი“) ერთად, იწვევს ვარაუდს, ხომ არაა ოქროს შეძენა გამოწვეული პოტენციური სანქციების შიშით და ამისთვის მზადყოფნის სტრატეგიით და არა მხოლოდ ეკონომიკური მოსაზრებებით“, - აღნიშნულია ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიმოხილვაში.

bm.ge