ეკვადორის პრეზიდენტმა ენერგეტიკული კრიზისის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ეკვადორში ენერგეტიკული კრიზისი „ელ-ნინიოს“ კლიმატური ფენომენით გამოწვეული გვალვის შედეგად წარმოიქმნა, რამაც ჰიდროელექტროსადგურების მუშაობას პრობლემები შეუქმნა.

ცნობისთვის, ეკვადორის პრეზიდენტმა, რიგით მეორე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. დანიელ ნობოამ პირველად საგანგებო მდგომარეობა მიმდინარე წლის იანვარში მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ერთ-ერთი ნარკოდაჯგუფების ლიდერი ციხიდან გაიქცა, პატიმრებმა ქვეყნის რამდენიმე ციხეში მძევლები აიყვანეს და მოგვიანებით, შეიარაღებული პირები ეკვადორის ტელევიზიაში შეიჭრნენ.