2025 წლის იანვარ-ივნისში მშენებლობის ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.

2025 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 1 603.5 ათასი კვ.მ ფართობის 1 540 ობიექტი. ობიექტების რაოდენობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.5 %-ით ნაკლებია.

ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ორ მესამედზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, 35.9 % მოდის ქ. თბილისზე, 12.6 % მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.0 % კახეთის რეგიონზე და 8.7 % ქვემო ქართლის რეგიონზე.