ევროკავშირიდან საქართველოში იმპორტი 8%-ითაა გაზრდილი, ხოლო ექსპორტი 38%-ით შემცირებული.

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-მარტში საქართველომ ევროკავშირიდან  915,508.53 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 845,858.87 ათასი დოლარის.

TOP-5 პროდუქტი, რომელიც საქართველომ ევროკავშირიდან იყიდა:

  • მსუბუქი ავტომობილები - 108,408.60 ათასი დოლარი,
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 91,318.65 ათასი დოლარი,
  •  სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 65,874.12 ათასი დოლარი,
  •  სატვირთო ავტომობილები - 26,245.36 ათასი დოლარი,
  •  სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით - 21,127.58 ათასი დოლარი.

რაც შეეხება ევროკავშირში ექსპორტს პირველი კვარტალის მაჩვენებლებით 38%-იანი კლებაა. 2024 წლის იანვარ-მარტში საქართველომ ევროკავშირში 133,223.22 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა, 2023 წლის პირველ კვარტალში კი 213,768.70 ათასი დოლარის.

TOP-5 პროდუქტი, რომელიც საქართველომ ევროკავშირში გაყიდა:

  • სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 19,759.62
  • თხილი და სხვა კაკალი - 11,516.01
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 10,236.02
  • მადნები და კონცენტრატები სპილენძის - 9,853.70
  • ეთილის სპირტი - 7,518.45