სადაზღვევო კომპანიების 2023 წლის ფინანსური შედეგების თანახმად, დაზღვეულ საჰაერო სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობამ (კორპუსის დაზღვევა) 84 ერთეული შეადგინა, რაც 13-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. 

საჰაერო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის (კორპუსის დაზღვევა) რაოდენობის და მოზიდული პრემიის მიხედვით სადაზღვევო კომპანიების რეიტინგი შემდეგნაირად გამოიყურება:

სს ბბ დაზღვევა — 63; მოზიდული პრემია 6.6 მლნ ლარი;

სს სადაზღვევო კომპანია უნისონი- 14; მოზიდული პრემია 8.4 მლნ ლარი;

სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი - 3; მოზიდული პრემია 376 003 მლნ ლარი;

სს დაზღვევის კომპანია ქართუ - 1; მოზიდული პრემია 402 716 ლარი;

სს სადაზღვევო კომპანია არდი — 1; მოზიდული პრემია 102 667 ლარი;

სს სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი - 1; მოზიდული პრემია 2729 ლარი;

სს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია — 1, მოზიდული პრემია 51 686 ლარი.

კომპანიებმა 2023 წლის 9 თვის განმავლობაში ამ მიმართულებით სულ 12 947 186 ლარის პრემიები მოიზიდეს, რაც 2022 წლის შედეგზე დაახლოებით 1.3-ჯერ (2022 წლის 9 თვეში 9 581 606 ლარი იყო) მეტია. საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი, 7.8 მლნ ლარი „უნისონმა“ მოიზიდა, ყველაზე ნაკლები კი „ჯი პი აი“-მ (2729 ლარი). 
2022 წლის 6 თვის განმავლობაში მხოლოდ ერთმა სადაზღვევო კომპანიამ, „ბბ დაზღვევამ“ აანაზღაურა საჰაერო სატრანსპორტო საშუალებათა ზარალი, რამაც 34.4 ლარი შეადგინა.