„გაცილებით ეფექტური იქნება მმართველობითი სისტემა ისე, როგორც არის შემოთავაზებული“, - ასე ეხმაურება „ბიზნესპრესნიუსთან“ საპენსიო სააგენტოს ყოფილი დირექტორი ლევან სურგულაძე „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებას.

სურგულაძე დადებითად აფასებს კანონპროექტის ნაწილს, სადაც საუბარია საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოების გაუქმებაზე და მათ ნაცვლად „მმართველობითი საბჭოს“ შექმნაზე.

„მმართველი საბჭოში იქნება ერთმანეთისგან დამოუკიდებელი საინვესტიციო კომიტეტი და რისკი კომიტეტი, რომელზედაც სულ ვსაუბრობდი, რომ უნდა ყოფილიყო. გაცილებით უფრო ეფექტური იქნება მმართველობითი სისტემა ასეთ შემთხვევაში, როგორც არის შემოთავაზებული“, - აცხადებს ლევან სურგულაძე.

მისივე თქმით, გასული 5 წლის განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემა იყო რისკების კონტროლის არ არსებობა და მისასალმებელია, რომ იქმნება რისკების კომიტეტი.

„ეს სტრუქტურა გაჩნდა, თან გაჩნდა სწორად - საუბარი მაქვს რისკების კომიტეტზე, რომელსაც პირდაპირ ითხოვს ევროდირექტივა, ასეთ ფინანსური ორგანიზაციებში რისკის კომიტეტი უნდა არსებობდეს და უნდა იყოს დამოუკიდებელი“, - აღნიშნა მან.

სრულად: bpn.ge