საქართველო აზიის განვითარების ბანკის დონორი სახელმწიფოები გახდა. ამის შესახებ ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში გახდა ცნობილი.

ამავე შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ დონორები და აზიის განვითარების ბანკი შეთანხმდნენ, აზიის განვითარების ფონდის და ტექნიკური დახმარების სპეციალური ფონდისთვის დამატებით 5 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფაზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ დაფინანსებიდან 2.5 მილიარდი დოლარი, ანუ 51% შეივსება დონორი სახელმწიფოების, მათ შორის საქართველოსა და სომხეთის მიერ.

გამოყოფილი თანხა ხელს შეუწყობს საგრანტო ოპერაციებს 2025-2028 წლებში. დონორების მიერ გამოყოფილი თანხა 22%-ით აღემატება ფონდის ბოლო შევსების ოდენობას.

„დაფინანსების $2.5 მილიარდი, ანუ 51% შეივსება დონორების კონტრიბუციით, მათ შორის იქნება ორი ახალი ქვეყანა: საქართველო და სომხეთი. ADB მნიშვნელოვნად გაზრდის ADF-ში საკუთარი შენატანის წილს წმინდა მოგებიდან ანუ ADF 13-ის ფარგლებში გამოყოფილი $1.2 მილიარდისგან განსხვავებით, ADF 14 თითქმის $1.6 მილიარდს მიიღებს, რაც 35%-იანი ზრდა იქნება. დარჩენილი $0.9 მილიარდს შეადგენს ADF-ის წინა ციკლებისა და ლიკვიდური ინვესტიციებისგან მიღებული სახსრები. პარალელურად, ADB გეგმავს $16.7 მილიარდის ოდენობის შეღავათიანი სესხების გაცემას. აღნიშნულ სესხებს ექნება დაბალი საპროცენტო განაკვეთი ხანგრძლივი გადახდის ვადაზე, ADF 14-ის მოქმედების პერიოდში. მთლიანობაში, ADB შეძლებს დაახლოებით $8 დოლარის გრანტისა და შეღავათიანი სესხის გაცემას დონორების მიერ გაღებულ ყოველ 1 დოლარიან კონტრიბუციაზე,“ - აღნიშნულია განცხადებაში.