ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელს უფლებამოსილება შეუწყდა - შესაბამის ბრძანებას ხელი 2025 წლის 9 ივლისს მოეწერა.
ალექსი ახვლედიანი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორად 2023 წლის მაისიდან მუშაობდა.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.