ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2024 წლის მარტის მონაცემებით, საქართველოში 955 ფინანსური ინსტიტუტი ფუნქციონირებდა.
მათ შორის 15 კომერციული ბანკია, რომელთა შორის 13 უცხოური კაპიტალითაა წარმოდგენილი. ბანკების ფილიალების საერთო რაოდენობა 148-ია, სერვისცენტრების კი 761.
მარტის მონაცემებით, ქვეყანაში 34 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა, რაც 2023 წლის მონაცემებთან შედარებით 1-ით ნაკლებია.
სებ-ის ინფორმაციით, სესხის გამცემი სუბიექტების რაოდენობა ერთ წელში 174-დან 167-მდე შემცირდა, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების კი 699-დან 713-მდე გაიზარდა.
გარდა ამისა, ქვეყანაში ორი საფონდო ბირჟა, 18 სადაზღვევო კომპანია, 5 საპენსიო სააგენტო და ერთი არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებაა.