ეროვნული ბანკის მიერ 8 ივლისს დადგენილი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7181 ლარი, ხოლო ევროს კურსი 3.1875 ლარია.

გთავაზობთ თბილისის სხვადასხვა უბნებში მოქმედ სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლით კურსს ევროსა და დოლარის მიმართ.

ვალუტის კურსი ჯიხურებში დღეს, 09:30 საათის მდგომარეობით:
ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7150 ლარად შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი - 2.7130 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა მოქალაქეებს 3.1880 ლარად, გაყიდვა კი 3.1780 ლარად შეუძლიათ.

ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7180 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.7140 ლარად შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს - 3.1850 ლარად, ხოლო გაყიდვა - 3.1730 ლარად შეუძლიათ.

სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს - 2.7170 ლარად, გაყიდვა კი - 2.7130 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვას მოქალაქეები 3.1850 ლარად, გაყიდვას კი - 3.1700 ლარად შეძლებენ.

თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7200 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.7000 ლარად შეძლებენ, რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს 3.1850 ლარად, გაყიდვა კი 3.1500 ლარად შეუძლიათ.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.

წყარო: „ბიზნესპრესნიუსი“