2025 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივების მოცულობამ 6.7 მილიარდ ლარს, ხოლო ჯამურმა დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.6 მილიარდ ლარს მიაღწია. ინფორმაციას „საქართველოს საპენსიო ფონდი“ ავრცელებს.
2025 წლის აპრილში დინამიკურმა პორტფელმა ყველაზე მაღალი ამონაგები აჩვენა და წინა თვესთან შედარებით 0.8%-ით გაიზარდა, მაშინ როცა დაბალანსებულმა და კონსერვატიულმა პორტფელებმა თანაბარი - 0.7%-იანი - თვიური ზრდა დააფიქსირეს.
წლიურ ჭრილში, კერძოდ, 2023 წლის 6 აგვისტოდან 2025 წლის 30 აპრილის ჩათვლით პერიოდში დინამიკური პორტფელის ნომინალურმა ამონაგებმა 12.1% (გაწლიურებული) შეადგინა, იმავე პერიოდში დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების ნომინალური ამონაგები შესაბამისად 11.7% და 11.2% იყო.
აღნიშნულ პორტფელებს შორის მთავარი სხვაობა პორტფელებში გლობალური აქციების პროპორციაა. აპრილის ბოლოს მდგომარეობით, დინამიკურ პორტფელში აქციების წილი 48.0%, დაბალანსებულში 30.1%, ხოლო კონსერვატიულში 16.1% იყო.
საპენსიო დანაზოგი ₾6.7 მილიარდია - როგორია ამონაგები პორტფელების მიხედვით?

ნიკოლ ფაშინიანი ვაშინგტონში დონალდ ტრამპსა და ილჰამ ალიევს შეხვდება
„დასავლეთის ზედმეტი კონტროლი უკრაინაზე მიუღებელია“ - იულია ტიმოშენკო
ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა
ირაკლი კობახიძე, გაეროს კონფერენციის ფარგლებში, სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა
ირაკლი კობახიძე სერდარ ბერდიმუჰამედოვს შეხვდა – რაზე ისაუბრეს?
05.08.2025 • 20:00

05.08.2025 • 19:00

05.08.2025 • 8:18

06.08.2025 • 6:30
06.08.2025 • 5:30
05.08.2025 • 19:58
05.08.2025 • 19:30
05.08.2025 • 18:30
06.08.2025 • 7:10

04.08.2025 • 16:00

04.08.2025 • 15:00
