გთავაზობთ ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენების ჩამონათვალს, შვიდ პროფესიულ სპორტში (ფეხბურთი, კალათბურთი, კრივი, გოლფი, ჩოგბურთი, ამერიკული ფეხბურთი, ფორმულა 1) Forbs-ის მონაცემებზე დაყრდნობით.
კვლევა მოიცავს 2022 წლის მაისიდან 2023 წლის მაისამდე პერიოდს. აქ მოხსენებული შემოსავალი მოიცავს ხელფასებს, პრიზებს, პრემიებს და ლიცენზირებას.
აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით, კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენად მიიჩნევა. მან ამ პერიოდში დაახლოებით $136 მილიონი გამოიმუშავა.
მეორე პოზიციას კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი იკავებს, რომელმაც აღნიშნულ პერიოდში $120 მილიონი გამოიმუშავა.
ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენები შვიდ პროფესიულ სპორტში, შემდეგნაირად გამოიყურება:
სპორტსმენი | სპორტი | მთლიანი მოგება (2022–23 მაისი) |
---|---|---|
კრიშტიანუ რონალდუ | ფეხბურთი | $136 მილიონი |
ლებრონ ჯეიმსი | კალათბურთი | $120 მილიონი |
კანელო ალვარესი | კრივი | $110 მილიონი |
დასტინ ჯონსონი | გოლფი | $107 მილიონი |
როჯერ ფედერერი | ჩოგბურთი | $95 მილიონი |
რასელ უილსონი | ამერიკული ფეხბურთი | $85 მილიონი |
ლუის ჰემილტონი | ფორმულა 1 | $65 მილიონი |
აღნიშნული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფოტოს სახით: