ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, გლდანის რაიონის გამგეობა სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაციას განაგრძობს – ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„სამუშაოები ორ მისამართზე მიმდინარეობს. კერძოდ, სარაჯიშვილის გამზირზე,  N7 კორპუსთან არსებული სპორტული მოედანი სრულად განახლდება. ასევე, გობრონიძის N25 კორპუსის მიმდებარედ ფეხბურთის ხელოვნურსაფარიანი სტადიონი მოეწყობა.

ორივე მისამართზე წარმოებული სამუშაოებისთვის 222 000 ლარამდე დაიხარჯება.

სარაჯიშვილის N7 კორპუსთან მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, მოადგილესთან ერთად გაეცნო“ – ნათქვამია ინფორმაციაში.