„თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის ტერმინალში სწრაფი გასასვლელის (Fast Track) სერვისი ამოქმედდა“ - ინფორმაციას „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს.
„აღნიშნული სიახლე TAV Operation Services-ის, Primeclass Lounge-ის და Visa-ს თანამშრომლობის შედეგია.
ახალი, პრემიუმ სერვისის პრეზენტაციას თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანიის, ტავ ჯორჯიას გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე, TAV Operation Services-ის ოპერაციების დირექტორი სინან ერემი და Visa-ს კავკასიისა და მოლდოვის რეგიონული მენეჯერი დიანა კიღურაძე ესწრებოდნენ.
სწრაფი გასასვლელის პრემიუმ სერვისი უკვე ფუნქციონირებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების ტერმინალშიც“ – ნათქვამია ინფორმაციაში.