პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილიმა ე.წ. რუსული კანონის მოწინააღმდეგე დემონსტრანტებს პრეზიდენტის სასახლიდან მიმართა.

მისი თქმით, ახლა მთავარი ბრძოლა არჩევნებზე გადის.

,,მინდა მივმართო გულანთებულ ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს არიან და ამ დონეზე აზიარებენ თავიანთ ენერგიას. დაანებეთ თავი პარლამენტის კარებს. იქ არაფერი აღარ ხდება. იქ მეორე მოსმენით უკვე მიღებულია ეს კანონი და ჩვენი ბრძოლა, რადგან ეს პრაქტიკულად უკვე კანონია, გადის არჩევნებზე, გადის ყველა იმ კანონის გაუქმებაზე, რომელიც ამ ბოლო დროს მიღებულია ამ ხელისუფლების მიერ.და გვაშორებს ევროპული გზიდან.ეს არის ჩვენი მიზანი. 

კარებთან არაფერი გადაწყდება, არ არის საჭირო ძალადობა გამოვიწვიოთ.

დღეს არის ვნების კვირა. არის პერიოდი, როცა არ შეიძლება ძალადობის გამოწვევა. ისედაც გააქტიურებულია ეშმაკი და ეს ვიმყოფინოთ.

ვიყოთ მშვიდობიანად რუსთაველის გამზირზე, სადაც მსოფლიოს კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ, თუ რა არის საქართველო, რა შეუძლია საქართველოს და საქართველოს ახალგაზრდობას'', - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.