საქართველოში აშშ-ის საელჩო ე.წ. რუსული კანონის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის საქართველოს მთავრობისადმი მიმართვას ავრცელებს. 

ვედანტ პატელის განცხადებაში კიდევ ერთხელ მკაფიოდ არის გამოთქმული აშშ-ის შეშფოთება ამ ტიპის კანონთან დაკავშირებით და ხაზგასმულია, რომ ის ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანს.

„ჩვენ გავაგრძელებთ მოწოდებას და გავუმეორებთ უკიდურეს შეშფოთებას საქართველოს მთავრობას ამ ტიპის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რომ მოისმინოს გაფრთხილებები მსგავსი კანონმდებლობის შეუსაბამობაზე ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან, რაც, რა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს გაცხადებულ მიზანზე, გახდეს ევროკავშირის წევრი“, -  აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე ვედანტ პატელი.