მიუნხენში, ვენაში, პრაღასა და კოპენჰაგენში ქართველმა ემიგრანტებმა ე.წ. „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქცია გამართეს. მმართველ პარტიას მოუწოდებენ, უკან გაიწვიოს მეორე მოსმენით მიღებული კანონპროექტი.

ამბობენ, რომ მოსახლეობას უნდა ევროპაში და არა რუსეთში, შესაბამისად, მათ ხალხის ნება უნდა გაითვალისწინონ.