პრორუსული მოძრაობა ალტ-ინფოს წარმომადგენლის, ზურა მახარაძის ინფორმაციით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მათი პარტიის, „ქართული იდეის“ გაუქმების პროცესი დაიწყო.

„წერილი დაგვახვედრა ცეესკომ და გვითხრა, რომ არ დაითვლის ჩვენს მიტანილ 70 000 ხელმოწერას, რადგან რეესტრმა „ქართული იდეის“ გაუქმების პროცესიც დაიწყო.

ვუყურებ ახლა ამ დოკუმენტს რომლითაც ოცნება ქართულ იდეას აუქმებს, პარტიას რომელიც წინა არჩევნებში მონაწილეობას იღებდა და პარალელურად ვკითხულობ ვითომ ეროვნული ფლანგის ხალხის პოსტებს, ვინც ჩვენ სამშობლოს მოღალატედ გვაცხადებენ იმის გამო, რომ ოცნების პარტიულ ღონისძიებაზე არ მივდივართ" - წერს მახარაძე სოციალურ ქსელში.

ამჟამად პარტიების რეესტრში მათი ახალი პოლიტიკური გაერთიანება სახელწოდებით „ქართული იდეა“ რეგისტრირებულია.  საჯარო რეესტრმა 8 აპრილს პრორუსული მოძრაობის ალტ-ინფოს პარტია კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს რეგისტრაცია გააუქმა, რის შემდეგაც ლევან ჩიჩუამ პარტია - „ქართული იდეა“ აჩუქა, რომლის თავმჯდომარეც თავად იყო. 19 აპრილს ლევან ჩაჩუას თქმით, „ქართული იდეა“ მოიქცა ისე, როგორც მოიქცეოდა ჭეშმარიტ მამულიშვილთა ერთობა.