„სამწუხაროდ, ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას ხელს უწყობენ უცხოელი პოლიტიკოსები“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ამის დასტურია წინა დღეების აქციები, როცა აქციაზე უცხოეთის პოლიტიკოსები სიტყვით გამოვიდნენ.

„სამწუხაროდ, ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას ხელს უყწობენ უცხოელი პოლიტიკოსები. ამის მაგალითი იყო გუშინდელი აქცია. უცხოელი პოლიტიკოსები პირდაპირ მივიდნენ და გამოვიდნენ სიტყვით აქციაზე. ეს არის პირდაპირი ჩარევა უცხო ქვეყნის საქმეებში.

როგორ წარმოგიდგენიათ, ჩვენი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ჩავიდეს ერევანში, ან იტალიაში და ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე მიიღოს მონაწილეობა? ეს არის საუკეთესო ლუსტრაცია“, - განაცხადა კალაძემ.