„საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ უნდა ჩამოერთვას, ვინაიდან, ეს გულს დასწყვეტს სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც ახლა ქუჩებშია და თავის პროტესტს გამოხატავს“ - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

„კანდიდატის სტატუსი ევროპული ინტეგრაციის კიბის უბრალოდ ერთი ნაბიჯია. არა მგონია, რომ ახლა რამე უნდა დავაინიცირო, რაც საქართველოს უკან დასწევს, ვინაიდან, ეს ძალიან დასწყვეტს გულს სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც ახლა ქუჩებში გამოდის და თავის პროტესტს გამოხატავს”, - განაცხადა ნაუსედამ.ამავე დროს, ლიეტუვის პრეზიდენტის თქმით, საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღება უდრის “ქართულ სივრცეში რუსული კულტურის, რუსული მეთოდიკის გადატანას”.

„ეს საქართველოს უკან წევს მისი ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ამ მხრივ წინ წაწევით, ისინი რეალურად უკან დაიხევენ. ყველა ეს სიგნალი გაგზავნილ იქნა.

საქართველოს ინტეგრაცია გაჩერდება და შეიძლება დეგრადირებაც დაიწყოს, თუ მთავრობა გონს არ მოეგება”, - განაცხადა ნაუსედამ.