აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის გავლენიანი რესპუბლიკელი წევრი ჯიმ რიში საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

„შეშფოთებული ვარ ინფორმაციით, რომ ჟურნალისტები, ოპოზიციური პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები ძალადობის მუქარის სამიზნე გახდნენ, რადგან ისინი ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოში შემოთავაზებულ უცხო აგენტების შესახებ კანონს. ღია დემოკრატიის პირობებში ყველა ადამიანს უნდა მიეცეს სიტყვის თავისუფლება. ეს დაშინება უნდა შეწყდეს,“  -  წერ სენატორი ჯიმ რიში X-ზე