"აგენტების" შესახებ კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდები "ვაკის პარკიდან" "მზიურის" მიმართულებით გადაადგილდებიან.

მათი მოთხოვნა უცვლელია – გაიწვიოს "ქართულმა ოცნებამ" "აგენტების კანონი".

პარალელურად, თბილისში, პარლამენტის წინ მმართველი პარტიის „საერთო სახალხო შეკრება" მიმდინარეობს. 22 აპრილს გახდა ცნობილი, რომ „აგენტების კანონის“ მხარდაჭერის მიზნით "ქართული ოცნება" აქციის გამართვას გეგმავდა.