პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის უკანონო დაკავებას ეხმაურება.

,,ეგრეთ წოდებული ერთმორწმუნე და ვითომ ღირებულებების დამცველი! არც აღდგომა იციან, არც საფლავი, არც ოჯახი და საერთოდ სამშობლო ხომ არ იციან, და არ იციან - არც მისი ნამდვილი საზღვრები და არც გარჩევა საკუთარი და მეზობლის მიწების შორის….

და ამ ყველაფრის მიუხედავად ვიღაცებს მეგობრები და მტრის შორის რაღაც უღირს ტოლობის ნიშანს სვამენ!'',- წერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.