აკა მორჩილაძის წერილი პუბლიკის დირექტორს, ზურა ვარდიაშვილს:

გამარჯობა ზურა.

შენს გამოგზავნილ შეკითხვაზე შემიძლია გიპასუხო შემდეგი:

დავიბადე, გავიზარდე და ვცხოვრობ ქვეყანაში, სადაც ერთ დღეს კი არა, ნახევარ საათს არ ყოფილა არც თავისუფლება, არც დემოკრატია, არც ლიბერალობა. ყველაფერი ყოფილა ამ სამის გარდა, მაგრამ ეს სამი, – არასდროს. არც ერთად, არც ცალ-ცალკე. ამასთან დავა, სრული ტყუილია ნებისმიერი მხრიდან. ვშიშობ, ასეთსავე ქვეყანაში მოვკვდები, თუ კიდევ არ ავიკრიფე, მარა ასაკში ძნელია აკრეფა. თუმცა, ცხოვრება ისეთია, ვერ გაიგებ.

ესესერი რო დაიშალა, ყველას გვიხაროდა. ეგ იყო ბედნიერი დღეები. მარა მერე გაირკვა, რომ საქათმეს რომ დაშლი, იმის ფიცრით, სასახლე ვერ აიგება. ახალი ფიცარი კი არ მოგვაქვს. არაფრით. საშიშია – ვაითუ მკვიდრი კედელი გამოგვივიდეს და გამოთბეს შიგ ეს ჩვენი ხალხი, კარგი ხემსი ნახოს, გულმა კარგი რამეები აუციმციმოს და სულ გასაჭირის და სამასი ლარის ძახილი არ იყოს.

არ გამოდის ესა, მერამდენე ათწლეულია. ჩვენს სახელმწიფოს ეს არ შეუძლია ოცდაათი, თუ რამდენი წელიწადიც არის, რომ ხალხს უთხრას: აიღე ეს თავისუფლება და მე ისეთ კანონებს მოგცემ, მეც დიდად არ მეშინოდეს, რო მომივარდები და შენაც ბავშვს რამეს უყიდი, ეს ახალგაზრდები წავლენ, ქვეყანას ნახავენ, ჯალათებად ნუ დაბრუნდებიან, რაღაცა რვეულები ქონდეთ უბეში – უხაროდეთ საქმის წამოწყება და ასე. თორე, რა: მთელი აფრიკის დიქტატორებს სორბონა-ოქსფორდებში უსწავლიათ და მერე შინ კი გიჟდებოდნენ. ეგ იმას გავს, არჩევნების კანონი დემოკრატიულიაო, რო დავიწყებთ, მერამდენე ათწლეულია ეგეც – არჩევნებისთვის თავისუფალი გარემოა მთავარი, ბუტკა, კნოპკა და წითელი პასტა რას უშველის.

როგორც არი.

ეგეც ხო ყველამ იცის რამდენი ხანია.

არ გამოდის. იმიტომ რომ ჩვენ ვართ ესესერის მემკვიდრეობით გაჯერებული ქვეყანა: სულსა და ხორცში გვაქვს, ძალის, ძალმომრეობის, დაშინების, დაწოლის, ზეწოლის, მუქარის, შანტაჟის სურვილები და არცერთი ქართული მმართველობა ამის საბოლოო მოსპობაზე არ წავიდა. ესეც ნამდვილია. ახლა რუსეთიო. ეგ ხო ცხადია, რუსეთი რაც არის. ახლა მთლად გამხეცებულია და იმის ვერაგი ზურგის ტვინი ხომ ესესერია. ეს რუსეთი რასაც მართებს მსოფლიოს და ჩვენც, კი ვხედავთ: მაგათი მათრახის ტყლაშუნში გვაქვს გატარებული ორასი წელიწადი. კი

სრულად იხილეთ publika.ge