მიმდინარე წლის მარტის მონაცემებით, ძირითად იმპორტირებულ ფარმაცევტულ პროდუქტებსა და პრეპარატებზე, 2023 წლის მარტის თვესთან შედარებით ფასები 3,3 პროცენტით გაიზარდა. მონაცემებს საქსტატი ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, 2022-2023 წლის განმავლობაში, ფასები წინა წლის იგივე თვეებთან შედარებით მცირდებოდა სხვადასხვა მასშტაბებით, გამონაკლისი იყო 2023 წლის აგვისტო.

შეგახსენებთ, რომ  2022 წლის იანვარში საქართველოსთვის თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი გაიხსნა. შედეგად, მედიკამენტების ფასები ამ სეგმენტში 70-80%-ით შემცირდა.