საგადასახადო კონსულტანტ ირაკლი შავიშვილის აზრით საქართველოს განვითარებისთვის ჭკუა სჭირდება. ასე უპასუხა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის შესაბამის კითხვას.

- ჩემმა 35-წლიანმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ საქართველოში ყველაზე ნაკლები ჭკუა აქვს ხელისუფლებებს, სამწუხაროდ...

- თუ ჭკუას ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კარგავენ, როცა მერე წასვლა აღარ უნდათ?

- არ ვიცი, როდის კარგავენ ჭკუას, მაგრამ ქართველმა ხალხმა ამ ხსნის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გადაიტანა და მიმაჩნია, რომ ხალხი ცოტა უფრო ჭკვიან ხელისუფლებას იმსახურებს.

- საქართველოში წერტილი რას უნდა დაესვას?

- წერტილი უნდა დაესვას „იარლიყების მიწებების შესახებ კანონპროექტს“ (იგულისხმება „რუსული კანონი“).

„ქართულმა ოცნებამ“ "რუსული კანონი" პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო. კანონპროექტის განხილვა რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს. "რუსულ კანონს" საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებიც აკრიტიკებენ.

bm.ge