სამართალდამცველები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენეს.

სპეციალური გაფრთხილება წყლის ჭავლის გამოყენებასთან დაკავშირებით აქციაზე სულ ცოტა ხნის წინ გაისმა.

წყლის ჭავლის გარდა, პოლიცია მომიტინგეების დასაშლელად სხვადასხვა საპოლიციო ზომას მიმართავს, მათ შორის აქციაზე მოხდა ცრემლსადენი გაზის გაშვება.

იქამდე ჩიტაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეებმა ბარიკადები მოხსნეს და მათი საშუალებით გზის ჩახერგვა სცადეს.