„საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი - კონსტიტუციის 78-ე მუხლი“ დარეგისტრირებულია.

ორგანიზაციის ცნობით, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, წარდგენილი დოკუმენტების განმეორებით შესწავლის შემდეგ, დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.

„დღეიდან ორგანიზაციის საქმიანობა ახალ ეტაპზე გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგვიძლია ვიყოთ მეტნი, შემოვიმატოთ ახალი წევრები, სამუშაო ადგილზე დავიცვათ საჯარო მოსამსახურეების შრომითი და სამოქალაქო უფლებები, ხოლო გათავისუფლებულებს, ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, შევთავაზოთ სამართლებრივი და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა; დავიწყოთ მათი დასაქმების შესაძლებლობების ძიება და შევქმნათ საიმედო მყარი ერთობა, რომელიც არა მარტო დღევანდელ კრიზისულ ვითარებაში, არამედ სამომავლოდ, საჯარო სამსახურის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ipn.ge