2024 წლის 1 მაისიდან საქართველოს მოქალაქეობის მსურველი პირები ცოდნის დონის შემოწმების ტესტირებას გაივლიან მოქალაქეობის მოპოვების თაობაზე განცხადების წარდგენამდე - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, 2024 წლის 1 მაისიდან:
· ცოდნის დონე შემოწმდება განცხადების წარდგენამდე;
· გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა იქნება შეუზღუდავი;
· ტესტირების დადებითი შედეგი ძალაში იქნება 1 წლის განმავლობაში;
· ტესტირების დადებითი შედეგის მქონე პირი შეძლებს საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებაზე განცხადების წარდგენას;
· საგამოცდო ტესტები ხელმისაწვდომია სააგენტოს ვებგვერდზე: https://sda.gov.ge/?page_id=5123
საკანონმდებლო ცვლილების მიზანია საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობების გაუმჯობესება და მოქალაქეობის მინიჭების პროცედურის დახვეწა
საქართველოს მოქალაქეობის მსურველებმა განაცხადის წარდგენამდე ცოდნის დონის შემოწმების ტესტირებას გაივლიან
თუ შეთანხმებული ვეტო არ იქნება, დავძლევთ - შალვა პაპუაშვილი
კანონში ფიზიკური პირების შესახებ ჩანაწერი მეორე მოსმენისას შევიტანეთ - შალვა პაპუაშვილი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ბევრად უფრო მძიმე ვერსია მიიღო, ვიდრე პირვანდელი ვარიანტი იყო - საია-ს თავმჯდომარე
ჩვენ გვინდა ევროკავშირში შესვლა და არა საბჭოთა კავშირში - შალვა პაპუაშვილი
კახა კალაძემ ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ მსვლელობაში ოჯახთან ერთად მიიღო მონაწილეობა