მოსახლეობის 62% (2 423 000 კაცი) ქალაქში ცხოვრობს, ხოლო 38% (1 491 000 კაცი) - სოფლად, - ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს.

„საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერის წინასწარი შედეგების მიხედვით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 914 000 შეადგინა, საიდანაც 2 078 000(53%) ქალია, ხოლო 1 836 000(47%) - კაცი.

2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგად კი, მოსახლეობის რაოდენობა 3 713 804 იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო 10 წელში საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით 200 000-ითაა გაზრდილი.

2024 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით, ქ თბილისში ცხოვრობს მოსახლეობის 34%. მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით მეორე და მესამე ადგილს იკავებენ იმერეთის და ქვემო ქართლის რეგიონები, რომლებზეც მოდის შესაბამისად მოსახლეობის 12.9 და 11.2%.

საქსტატის მონაცემებით, რეგიონების მიხედვით, საქალაქო დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის წილი, თბილისის გარდა, მაღალია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (66%), რაც განპირობებულია ბათუმის მოსახლეობის მაღალი რიცხოვნობით, ხოლო შედარებით დაბალია მცხეთა-მთიანეთის (20%), კახეთის (21%), რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის (24%) რეგიონებში.