სტალინის მოსკოვის აგარაკი გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას msk1-ი ავრცელებს

2023 წლის ზამთარში ქონება აუქციონზე იყიდა მცირე კომპანიამ (Consulting and Law) კრასნოდარის რეგიონიდან, რომელსაც აგარაკი 403,49 მილიონი რუბლი დაუჯდა.

გაირკვა, რომ ქონებას მეპატრონე შეეცვალა და  2024 წლის 8 აპრილს დახურულმა საინვესტიციო ფონდმა „სტრატეგიულ დეველოპმენტმა“ შეიძინა. ამის შესახებ RBC, უძრავი ქონების ერთიანი სახელმწიფო რეესტრის ამონაწერზე დაყრდნობით, იუწყება. 

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ფონდს მართავს მოსკოვში დაფუძნებული Terra Asset Management, რომლის მფლობელიც კრასნოდარის ტერიტორიის ყოფილი გუბერნატორისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ალექსანდრე ტკაჩევის სიძე, რომან ბატალოვია.

ბატალოვი ასევე ფლობს კომპანიებს Vivi და Totriss, რომლებიც  ბრინჯის კულტივირებით არიან დაკავებულნი.

ცნობისთვის, მე-19 საუკუნეში აგებული შენობა სტალინის ერთ-ერთ აგარაკად 1933-1934 წლებში იქცა, სადაც ის მისი მეუღლის, ნადეჟდა ალილუიევას გარდაცვალების შემდეგ ცხოვრობდა. 

1989 წელს „ლიპკი-ალექსეევსკოეში“ მძიმედ ავადმყოფი ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი მოეწყო, ხოლო 2004 წელს ობიექტი რეკონსტრუქციისთვის დაიხურა და შემდეგ სახელმწიფო კორპორაცია Dom.RF-ს გადაეცა.