ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საპროტესტო აქციას მარშით შეუერთდნენ, პარლამენტის შენობას წრეს არტყამენ.

მათ გადაწყვეტილი აქვთ შეუერთდნენ აქციის იმ მონაწილეებს, რომლებიც პარლამენტის უკანა შესასვლელთან არიან შეკრებილები.

რუსთაველის გამზირზე მარშით მოსულმა სტუდენტებმა აქ შეკრებილებს კორდონის გაკეთება სთხოვეს იმისათვის, რომ პარლამენტს წრე შემოარტყან.

მარშის მონაწილეები სკანდირებენ: “სტუდენტები,სტუდენტები”, “არა რუსულ კანონს!”.

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. ამ დროისთვის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.