ე.წ. რუსული კანონის მოწინააღმდეგე სტუდენტები რუსი ყოფილი მაღალჩინოსნების მონაწილეობით კონფერენციის ჩატარების ადგილას, სასტუმრო ,,ტიფლის პალასთანაქციას მართავენ.

ისინი საქართველოში რუსი გავლენიანი პირების ყოფნას და მათ მიერ ღონისძიების ჩატარებას აპროტესტებენ.

სტუდენტების სკანდირებენ სიტყვებს ,,არა რუსულ კანონს“ და ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ,  ოკუპანტებს კი საქართველოს დატოვებისკენ მოუწოდებენ.

კონფერენციას სახელად ,,რუსეთი და მსოფლიო: დიალოგი 2024. მიზიდულობის ძალები, გამოცემა АГЕНТСТВО-ს მიხედვით, კომუნიკაციების განვითარების ნაციონალური კვლევითი ინსტიტუტი ატარებს, რომლის დამაარსებლები, КГБ-ს, ФСБ-ს და СВР-ის (რუსეთის საგარეო დაზვერვა) ყოფილი მაღალჩინოსნები არიან

კონფერენციის ანონსის მიხედვით, ექსპერტები რუსეთიდან და საქართველოდან იმსჯელებენ თემაზე ,,ტრადიციული ღირებულებები, როგორც ორი ქვეყნისა და ხალხის დაახლოების ფაქტორი“.