ცხოვრების ხარისხის რეიტინგში საქართველო 54-ე ადგილზეა. ამის შესახებ ინფორმაციას worlddata ავრცელებს.

კვლევაში ჩართული იყო 135 ქვეყანა და მოიცავდა ისეთ ინდიკატორებს, როგორებიცაა: პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა, სამართლებრივი სისტემა და სამოქალაქო უფლებები, ჯანდაცვის სერვისები, უსაფრთხოება, ხარჯები და შემოსავალი.

როგორც მონაცემებიდან ირკვევა, პირველ ათეულს შემდეგი ქვეყნები იკავებენ:

სან-მარინო, შვეიცარია, ლუქსემბურგი, გერმანია, ფინეთი, ნორვეგია, შვედეთი, სინგაპური, დანია, ავსტრია.

რაც შეეხება რეგიონს, მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:

საქართველო- 54-ე ადგილი

სომხეთი- 64-ე ადგილი

აზერბაიჯანი- 84-ე ადგილი

რუსეთი- 88-ე ადგილი

თურქეთი- 85-ე ადგილი