700-ზე მეტი ვებ-საიტი, 100-მდე ბრენდინგი, 50-ზე მეტი SEO პროექტი და ციფრული მომსახურების სრული სპექტრი, კომპანია „სოლოსტუდიო“ ამ ყველაფრისკენ 16 წლის განმავლობაში მიდიოდა, შესაბამისად საინტერესოა როგორ მოახერხა ამ გუნდმა ჩვენს ტურბულენტურ ბიზნეს გარემოში მსგავსი სტაბილური შედეგის მიღწევა:

ტატო მახაშვილი, კომპანიის დამფუძნებელი და არტ-დირექტორი:

„მთავარი, რაც კომპანიის დაარსების დღიდან მიზნად დავისახეთ, იყო მაქსიმალური კომფორტი შეგვექმნა დამკვეთებისთვის, მით უმეტეს ვებ დეველოპმენტი იყო სივრცე, რომელშიც თავად მომხმარებელი ნაკლებად იყო გათვითცნობიერებული და გარდა იმისა, რომ „საიტი უნდოდა“ - რეალურად სჭირდებოდა კონსულტაცია და დაკვალიანება, როგორი საიტი და რისთვის...

ამან მოიტანა ის, რომ ადამიანები, რომლებიც ჩვენთან მოდიოდნენ, იღებდნენ კარგ მრჩეველს, მეგობარს და არა მხოლოდ შეკვეთის შემსრულებელს, შესაბამისად გაჩნდნენ ლოიალური კლიენტები, კომპანიები, რომლებთანაც უკვე 10 – 12 წელია ვთანამშრომლობთ...

ამან კი თავის მხრივ, ჩვენ კომპანიას სტაბილურობა შესძინა და მოგვეცა საშუალება, გარდა ტექნოლოგიური დახვეწისა, სერვისებიც გაგვემრავალფეროვნებინა და დღეს გარდა საიტის დამზადებისა, მომხმარებელს ვთავაზობთ ბრენდინგს, Seo  ოპტიმიზაციას, საიტისა და სოციალური ქსელისთვის სრულ კონტენტ მენეჯმენტს, ციფრულ მარკეტინგს და საჭიროების შემთხვევაში ფოტო-ვიდეო გადაღებას და მონტაჟსაც კი...

დღეს „სოლოსტუდიო“ აერთიანებს სხვადასხვა მიმართულების გამოცდილ ადამიანებს, როგორც ტექნიკური ასევე, მენეჯმენტის და კონსალტინგის კუთხით და ემსახურება როგორც საშუალო და მცირე ბიზნესს, ასევე დიდ კორპორაციებს, ფილიალები გვაქვს თბილისში, ციურიხში და ვგეგმავთ ავითვისოთ გერმანიის და ესპანეთის ბაზარიც...

გეგმა ბევრია, თუმცა ყველაზე რეალისტურია და კონცენტრირებულები ვართ იმაზე, რომ ევროპის ბაზარზე დავმკვიდრდეთ და შესაბამისად გარდა უშუალოდ კომპანიის კეთილდღეობისა, ცოტათი მაინც შევიტანოთ წვლილი დასავლეთიდან მოზიდული კაპიტალით ქვეყნის ეკონომიკაში...“

კომპანია „სოლოსტუდიოს“ მაგალითით, კარგად ჩანს, რომ სურვილის შემთხვევაში, სრულიად შესაძლებელია, ტექნოლოგიური კომპანია, სერვისის კუთხითაც იყოს გამორჩეული, რაც ქართულ ბაზარზე საკმაოდ იშვიათობაა“