უცხოელ ვიზიტორთა სტატისტიკის მიხედვით, 2025 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.8 მილიონი შემოსვლა, რაც 6.9 %-ით მეტია წინა წლის
ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 44.2 %, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.6 მილიონი შეადგინა, რაც 7.0 %-ით მეტია 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. 

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის II კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1.4 მილიონს მიაღწია, რაც 8.1 %-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 1.3 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 10.7 %-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. 

საერთაშორისო ვიზიტორების 80.1 % მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 15.8 % შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 4.2 % იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.