ისრაელიდან ვიზიტორების რაოდენობა 35.7%-ით გაიზარდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, წელს იანვარ-ივნისში საქართველოში ისრაელის 171 294 მოქალაქე ჩამოვიდა, წინა წლის იგივე პერიოდში კი 126 213.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ისრაელის მოქალაქე საქართველოში საშუალოდ 1 412 დოლარს ხარჯავს. ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის 1-ელ ნახევარში ისრაელის მოქალაქე ვიზიტორებისგან ქვეყანამ 241.9 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, გასული წლის იგივე პერიოდში კი - 175.4 მლნ აშშ დოლარი.