საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჩინეთში, შანხაიში, ტურისტულ გამოფენაში ITB-China 2025 მიიღო მონაწილეობა. გამოფენაზე 30-მდე სახელმწიფო ორგანიზაცია და კერძო კომპანია იყო წარდგენილი.

გამოფენაზე საქართველოს მონაწილეობას აფასებს ტურისტული კომპანია Travel Door:

„ჩვენი კომპანია აზიის ერთ-ერთ წამყვან გამოფენაში მონაწილეობდა, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და სხვა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად.  აღსანიშნავია, რომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის ამოქმედდა უვიზო რეჟიმი, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ტურისტული ნაკადი ამ ქვეყნიდან. ITB-China 2025 გვაძლევს საშუალებას, კიდევ უფრო მეტად წარმოვაჩინოთ საქართველოს ტურისტული პოტენცალი, გავაღრმავოთ ურთიერთობები ადგილობრივ ტურისტულ სააგენტოებთან და ხელი შევუწყოთ ტურისტული ნაკადების ინტენსიურ ზრდას ჩინეთიდან“- აცხადებენ Travel Door-ში.

ITB CHINA 2025 ჩინეთის ქალაქ შანხაიში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას მსოფლიოს 90-მდე ქვეყნიდან 1500-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია ესწრებოდა.

ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს