HSC Group Hospitality დირექტორის და სასტუმრო Glarros OldTown-ის მმართველის გიორგი დოლიძისგანცხადებით გაზაფხულსა და  ზაფხულის ტურისტულ სეზონზე სასტუმროს დატვირთულობა და ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა.

სეზონი საკმაოდ დატვირთულად დაიწყო. აპრილში გვქონდა 92%, ხოლო მაისში 87% დატვირთულობა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გვაქვს 8-10%-იანი ზრდა, როგორც დატვირთულობაზე, ასევე ფასების ზრდის კუთხით.

ეტაპობრივად იმატებს ევროპელი ტურისტების რიცხვი, რაც წლიდან წლამდე მეტად ხელშესახები გახდება. აქტიურადაა ჩინეთი, ინდოეთი და სტატისტიკაში პირველ რიგებში მყოფი ქვეყნები: როგორიცაა ისრაელი, სპარსეთის ყურის სახელმწიფოებ და მეზობელი ქვეყნები.ვფიქრობ, ივნისის თვეს დავხურავთ 90%-იანი ნიშნულით“-აცხადებს გიორგი დოლიძე.

ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს.