ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ქართველი მზარეულები საფრანგეთში, დიჟონში, მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კულინარიულ სასწავლებელში Ferrandi Paris გადამზადებას გაივლიან. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გამოცხადებული კონკურსის შედეგად ჟიურიმ 78 კანდიდატიდან 10 მზარეული შეარჩია. გამარჯვებულები საფრანგეთში გაემგზავრებიან, სადაც 2 კვირის განმავლობაში გაივლიან  კერძების მომზადების პრაქტიკულ მეცადინეობას, დაეუფლებიან ახალ ტექნოლოგიებს,  გაეცნობიან მსოფლიო უახლეს ტენდენციებს სამზარეულოს აღჭურვასა და მართვაში.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტი ხელს შეუწყობს  მზარეულებს, რომ  ქართული კულინარია კიდევ უფრო განვითარდეს  საუკეთესო საერთაშორისო  პრაქტიკის გათვალისწინებით.

“ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იწყებს ახალ პროექტს, რომელიც გულოსხმობს დამწყები შეფმზარეულების საზღვარგარეთ გადამზადებას. 78 კანდიდატიდან შეირჩა 10 საუკეთესო, რომლებიც გაივლიან გადამზადებას საფრანგეთის რეპუტაბელურ აკადემიაში ფერანდიში. ორი კვირის განმავლობაში ისინი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით გივლიან გადამზადებას და უკან ახალი ცოდნით  შეიარაღებული დაბრუნდებიან. რათქმა უნდა ვინოდოვნებთ რომ  ეს გააუმჯობესებს ქართულ გასტრონომიას, რაც მომავალში ტურიზმის განვითარებას და გასტროტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მუდმივად ახორციელებს სხვადასხვა ტიპის გადამზადრბებს, თუმცა ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საზღვარგარეთ მიგვყავს ქართველი შეფმზარეულები, იმისთვის რომ საერთაშორისო სტანდარტებს დაეუფლონ.  ვფიქრობ  ძალიან წარმატებული პროექტი იქნება და მომავალშიც გაგრძელდრბა.“ - აცხადებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი  მაია ომიაძე.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტის მნიშვნელობაზე საუბრობს Ferrandi Paris-ის საერთაშორისო პროექტების მენეჯერი ნიკოლა გაიარი.

„საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, თბილისში შეირჩა ნიჭიერი ქართველი შეფ-მზარეულების ჯგუფი, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ფერანდის დიჟონის კამპუსში, უფასო სასწავლო პროგრამაში, რომელიც ბურგუნდიის გულში მდებარეობს.

პროგრამა მოიცავს პრაქტიკულ კულინარიულ მასტერკლასებს, ტრენინგებს ინოვაციური კულინარიული ტექნოლოგიების შესახებ, გლობალური კვების ტენდენციების გაცნობას, სამზარეულოს აღჭურვილობასა და მენეჯმენტს.

ფერანდი ერთ-ერთი წამყვანი კულინარიული სკოლების ქსელის ნაწილია საფრანგეთში, რომელიც აღიარებულია ფრანგული კულინარიული ხელოვნების მაღალი ხარისხით. ფერანდის კურსდამთავრებულები მთელ მსოფლიოში, საერთაშორისო კარიერას პრესტიჟულ სასტუმროებსა და ცნობილ რესტორნებში აგრძელებენ.

ეს შესანიშნავი სასწავლო გამოცდილებაა და ჩვენ მოუთმენლად ველით დავხვდეთ ქართველ მზარეულებს“-აცხადებს ნიკოლა გაიარი. 

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს