ელექტრომობილების გაყიდვები თურქეთში 2023 წელს წინა წელთან შედარებით 8-ჯერ გაიზარდა და 68 700 ერთეულს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.

2022 წელს თურქეთში ელექტრომობილების მთლიანი გაყიდვები შეადგენდა 7540 ერთეულს. აქედან 7 ათასი დატენვადი ელექტრომობილი (BEV), ხოლო 540 ჰიბრიდული მანქანა (PHEV) იყო.

2023 წელს კი თურქეთში 66 ათასი დატენვადი ელექტრომობილი და 2700 ჰიბრიდული მანქანა გაიყიდა.

ელექტრომობილების წილმა ავტომობილების მთლიან გაყიდვებში გასულ წელს 10%-ს მიაღწია. 2022 წელს ეს მაჩვენებელი 1,1% იყო.