აგვისტოში ევრო ზონაში საცალო გაყიდვები ერთ წელიწადში ყველაზე სწრაფი თვიური ტემპით დაეცა, რაც ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად ახშობს მაღალი ინფლაცია და სესხის აღების ხარჯები სამომხმარებლო ხარჯებს.

Financial Times- ის ცნობით საცალო ხარჯების ყოველთვიური კლება, ინფლაციისა და სეზონური ეფექტების გათვალისწინებით, უფრო დიდი იყო, ვიდრე ეკონომისტების მიერ „როიტერის“ გამოკითხვაში პროგნოზირებული 0.3%-იანი კლება. ევროსტატის ცნობით, ეს იყო ყველაზე დიდი თვიური ვარდნა დეკემბრის შემდეგ.

ოთხშაბათს ევროსტატის მონაცემებმა აჩვენა, რომ ევრო ზონაში წარმოებულ პროდუქტზე ფასები ყველაზე სწრაფი წლიური ტემპით, 11.5%-ით აგვისტოში დაეცა.

აღსანიშნავია ისიც, რომ თუმცა ფასები წინა თვესთან შედარებით 0,6 პროცენტით გაიზარდა, რაც წელს პირველი თვიური ზრდაა.