ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მოლდოვა ცენტრალურ ევროპაში გაზის მიწოდების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების გზები განიხილეს, ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ორი ქვეყნის დელეგაციების მიერ ვაშინგტონში გამართული სტრატეგიული დიალოგის შემდეგ გამოქვეყნდა.

„მხარეებმა განიხილეს „ვერტიკალური დერეფანი“, რომელიც საშუალებას იძლევა გამოყენებულ იქნეს არსებული ინფრასტრუქტურა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის ტერმინალებიდან უკრაინასა და მოლდოვაში და, საბოლოო ჯამში, უკრაინის გავლით ცენტრალურ ევროპაში, არარუსული გაზის მიწოდებისთვის“, - ნათქვამია დოკუმენტში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2024 წლის აპრილში მოლდოვამ პირველად შეიძინა ბუნებრივი აირი შეერთებული შტატებიდან და ხაზგასმულია, რომ „ამერიკის შეერთებული შტატებიდან გაზის მომავალი მიწოდება გააძლიერებს როგორც მოლდოვას რესპუბლიკის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, ასევე ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებს შეერთებულ შტატებსა და მოლდოვას შორის.

მხარეებმა განაცხადეს, რომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვნად გამყარდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო.