ამერიკის შეერთებული შტატები მხარს არ დაუჭერს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას პალესტინის სახელმწიფოებრიობის შესახებ. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ვედანტ პატელმა განაცხადა

მისი თქმით, კომიტეტის წევრებს შორის არ იყო ერთსულოვნება იმის თაობაზე, აკმაყოფილებდნენ თუ არა პალესტინელები სახელმწიფოდ განსაზღვრისთვის საჭირო კრიტერიუმებს.

როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, პალესტინის ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი რეფორმები უნდა გაატაროს, ვიდრე სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობას აიღებს.

„პალესტინელი ხალხისთვის სახელმწიფოებრიობისკენ მიმავალი ყველაზე სწრაფი გზა პირდაპირი მოლაპარაკებებია პალესტინის ხელისუფლებასა და ისრაელს შორის, შეერთებული შტატებისა და სხვა პარტნიორების მხარდაჭერით, რომლებიც ამ მიზანს იზიარებენ, “ - განაცხადა მან.