თეთრ სახლში მიიჩნევენ, რომ შეერთებული შტატების სამხედრო დახმარება ხელს შეუწყობს უკრაინის კონტრშეტევაზე გადასვლას, რაც 2025 წელს იქნება შესაძლებელი.

მედიის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მიერ მიწოდებული ახალი დახმარებით უკრაინა შეძლებს თავდაცვის შენარჩუნებას და სტაბილურობის უზრუნველყოფას 2024 წლის განმავლობაში.

მომავალ წელს ომის შესაძლო სცენარზე საუბრისას კი სალივანმა განაცხადა, რომ უკრაინა „წინ წაიწევს იმ ტერიტორიის დასაბრუნებლად, რომელიც რუსებმა წაართვეს".

ipn.ge