ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას „ატაკამსის“ ტიპის რაკეტები საიდუმლოდ გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას euronews-ი ავრცელებს.

„შემიძლია დავადასტურო, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას შორ მანძილზე მოქმედების რაკეტები, ATACMS, უკრაინას პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილებით მისცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია აშშ-მ უკრაინელთა თხოვნით არ გაასაჯაროვა, რათა დაეცვა ოპერაციის უსაფრთხოება,“ განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ვედანტ პატელმა.

ATACMS-ის მოქმედების არეალი 300 კილომეტრია და უკრაინას ამ რაკეტების გამოყენებით რუსეთის სიღრმეშიც კი შეუძლია იერიშის მიტანა. უცნობია, რამდენი რაკეტა გადასცეს უკრაინას, თუმცა ეს იყო პრეზიდენტ ბაიდენის მიერ ხელმოწერილი $300-მილიონიანი დახმარების ფარგლებში გაცემული იარაღი.