პირველ ეტაპზე აშშ ნატო-ს მოკავშირეებს დაახლოებით ათი მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღებას მიჰყიდის, მათ შორის, შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს, – ამის შესახებ „აქსიოსი“ წერს.

„მიწოდებები, რომლებიც საბოლოო ჯამში უკრაინისთვის არის განკუთვნილი, მოიცავს შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს, რომლებსაც შეუძლიათ რუსეთის ტერიტორიაზე ღრმად შეღწევა, თავდაცვის საშუალებებსა და საარტილერიო ჭურვებს“, – წერს გამოცემა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა „აქსიოსთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ მოსკოვი 50 დღის ვადაში უნდა დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას, რათა თავიდან აიცილოს მკაცრი სანქციები და ტარიფები.

1tv.ge